ორგანიზაცია “მომავლის კვალი” 2014 წელს ენათმეცნიერთა და სპეციალისტთა საერთაშორისო ჯგუფის ინიციატივით კავკასიელ ერებთან ენებისა და კულტურის განვითარებისა და შენარჩუნების სფეროში თანამშრომლობისათვის შეიქმნა. ორგანიზაცია თბილისში მდებარეობს და მისი ძირითადი საქმიანობაა ადგილობრივ სპეციალისტებს საკუთრივ მათ მუშაობასა და საკუთარენოვანი პროექტების წარმართვაში სასწავლო ღონისძიებების ორგანიზებით, ტექნიკური უზრუნველყოფითა და კონსულტაციებით დაეხმაროს. ორგანიზაცია მიზნად ადგილობრივი კულტურებისა და ენების განვითარების წახალისებასა და სულის შთაბერვას ისახავს. ამ მიზნის მისაღწევად “მომავლის კვალი” მულტიმედიურ პროდუქციას ქმნის, კავკასიის მცირერიცხოვანი ერების ენებზე მასალებს აქვეყნებს და ასევე სასწავლო სემინარებს ატარებს, რომლებიც ერის მიერ მისი მშობლიური ენისა და კულტურის შენარჩუნებისთვის მნიშველოვან სხვადასხვა სფეროებს მოიცავენ. “მომავლის კვალი” ხალხსა და აკადემიურ წრეებს შორის ერთგვარ დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენს და ენობრივი და კულტურული მასალების მონაცემებსა და არქივებს სთავაზობს.
“მომავლის კვალი”-ს დამფუძნებელი კეტლინ სეკეტია. მან გამოყენებითი ენათმეცნიერების განხრით მაგისტრატურა დაამთავრა. როგორც კავკასიაში, ასევე მთელს მსოფლიოში სხვადასხვა აკადემიურ კონფერენციებში მონაწილეობს და სამეცნიერო ჟურნალებში მასალებს რეგულარულად აქვეყნებს. ვიდრე ორგანიზაცია “მომავლის კვალი” შეიქმნებოდა, კეტლინი კავკასიაში უკვე რამოდენიმე წელიწადი მუშაობდა და ახლა შეძენილ გამოცდილებასა და უნარებს თარგმანში, რედაქტირებასა და დიზაინში იყენებს.